17:42
20 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ოთარ აბესაძე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს
26-12-2017

ოთარ აბესაძე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აბესაძე კლინიკაში სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მალევე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე წარადგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

AutoPlay
გერმანიაში მომხდარი თავდასხმების სავარაუდო მოტივი ქსენოფობია და მემარჯვენე ექსტრემიზმია
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
ექსპერტები ვანო მერაბიშვილში პოლიტიკურ ლიდერს და მიზიდულობის ახალ ცენტრს ვერ ხედავენ
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს აფასებენ
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
ემუქრება თუ არა ვანო მერაბიშვილს ციხეში დაბრუნება - სამართლებრივი შეფასებები
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანისა და რუსეთის მოქალაქეების კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"მეტი ვანო ოპოზიციას" - "ქართული ოცნების" ლიდერები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს აფასებენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები