ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება წარმოადგინეს. ცნობილია, რომ ოსტეოპოროზი ძვლებს ხდის მყიფეს ძვლის ქსოვილის გამოფიტვის ხარჯზე.ისრაელის პრეპარატმა შეძლო ოსტეოპოროზის განვითარების პროცესის დამუხრუჭება. პრეპარატის საფუძველს წარმოადგენს შეცვლილი ბუნებრივი ცილა, რომელსაც ერთდროულად ორ უჯრედულ რეცეპტორზე შეუძლია ზემოქმედება. ეს ძვლის დაშლის შენელების საშუალებას იძლევა.შედარებისთვის, ოსტეოპოროზის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატები სრულად „თიშავენ“ ძვლის ძველი ქსოვილის დაშლას გაურკვეველი დროით. ეს ზრდის ისეთი გვერდითი ეფექტების რისკს, როგორიცაა სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება, ატიპური მოტეხილოებები და ყბის ძვლის რღვევა.