ოსლოში, შეიარაღებულმა მამაკაცმა და ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს და რამდენიმე ადამიანს დაეჯახნენ. ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დააკავეს. ქალი კი გაიქცა.
გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ გატაცებული ავტომანქანის მისამართით ცეცხლი გახსნა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ტყუპი ბავშვები