ოსლო პირველი ქალაქი გახდება მსოფლიოში, სადაც ელექტრო ტაქსებს უსადენო ტექნოლოგიით დამუხტავენ. ფინური კომპანია Fortum-ი აცხადებს, რომ გზებზე თეფშების მსგავს დასამუხტ მოწყობილობებს დაამონტაჟებს, ელექტრო ავტომობილებს კი ე.წ. „რესივერები“ დაუმონტაჟდება.
გეგმის მიხედვით 2023 წლიდან ოსლოში გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა იყოს. ნორვეგიას სურს 2025 წლამდე არსებული ავტომობილები ელექტროთი ჩაანაცვლოს. მსგავსი კურსი აირჩია ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც, რომელმაც გეგმის სრულად შესასრულებლად 2040 დაასახელა.
ნორვეგიაში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ევროპის ავტომობილების მწარმოებელი ასოციაციის მონაცემებით, 2018 წელს ნორვეგიაში 46,143 ელექტრო ავტომობილი დაფიქსირდა, რაც ევროპაში გერმანიასთან და საფრანგეთთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.