"ოსკარი 2019"-ის გამარჯვებულები ცნობილია. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში "ოსკარი" რეჟისორ პიტერ ფარელის ფილმმა "მწვანე წიგნმა" მიიღო. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ. აშშ-ში მოგზაურობისას ისინი "მწვანე წიგნს" იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტული რამი მალეკმა მოიპოვა, რომელმაც ფილმში "ბოჰემიური რაფსოდია" ფრედი მერკურის როლი შეასრულა. ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის კი გაიმარჯვა ოლივია კოლმანმა. ნომინაციაში საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე მექსიკურმა ფილმმა "რომამ" გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერის ტუტული კი მომღერალმა ლედი გაგამ მიიღო.