ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა, სადაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და ქვეყანაში მედიკამენტ "ტამიფლუს" მარაგების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება პერიოდულად ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვირუსის დროს ექიმთან დროული ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. მინისტრის განცხადებით ტამიფლუს უფასოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც მიიღებენ. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).