პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
დადგენილების თანახმად, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. ამავე დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც უნდა უფიქსირდებოდეს ანაზღურების ჩარიცხვა. ასევე ფიქსირდებოდეს, რომ მას 2020 წლის 1-ელ ივნისამდე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და არ იღებს ხელფასს.
დადგენილების თანახმად, დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ.