ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვების დედები - პრეზიდენტმა საახალწლოდ პატიმრები შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე - მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა. ამ აქტით, სამივე მსჯავრდებული ქალი ახალ 2019 წელს საკუთარ ოჯახებში ხვდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.