ორშაბათიდან პენიტენციურ დაესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები დარჩება და მოკლევადიანი პაემნები მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული. ასევე, მინისტრის თქმით, სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა.