მე-17 საუკუნეში მოგოლთა იმპერატორმა შაჰ ჯაჰინმა თვისი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად თეთრი მარმარილოს მავზოლეუმიააგო,რომელსაც თაჯ მაჰალი ეწოდა. თაჯმაჰალი სამხრეთ აზიის რეგიონში,ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში,ქალაქ აგრაში მდებარეობს.თაჯ-მაჰალი მიჩნეულია მოგოლთა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. იგი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მუსლიმური ხელოვნების "მარგალიტი" ინდოეთში და ერთ-ერთი საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი შედევრი მსოფლიო საგანძურისა. ინდონეზია ძალიან მდიდარი ქვეყანა ტრადიციებით,კულტურით უცნაური ჩვეულებებით. ინდონეზიელებს ძალიან უყვართ ცეკვა, მაგრამ ერთი უცნაური ცეკვის ტრადიციაა, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. ეს არის ცეკვა ,რომელსაც მამაკაცი ასრულებს,ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერია,მაგრამ. ერთი მხრიდან მამაკაცი მეორე მხრიდან ქალბატონია. დიახ, ასეც ხდება. მოცეკვავე მამაკაცები ,სპეციალურად იმოსებიან ისე,რომ მაყურებელმა ერთ რაკურსიდან მამაკაცი დაინახონ,ხოლო მეორედან ქალბატონი.ამ უცნაურ კულტურას ეწოდება ორმაგი სქესის ცეკვა, ამაში მათ ეხმარებათ ნიღბები,მაკიაჟი,ულამაზესი ტანისამოსი და აქსესუარები.ყველაზე განსხვავებულ ქალაქებს შეიძლება მოუძებნოდ ერთი მსგავსება, ეს არის გრაფიტი. ანუ წარწერები,ნახატები შენობებზე,გადასასვლელებზე,მეტროში და ასე შემდეგ. გრაფიტი ახალგაზრდებისთვის ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალება. მოხატული კედლები ხშირად ვანდალიზმად აღიქმება და პატრონის ნებართვის გარეშე კედლებზე ხატვა კანონდარღვევად ითვლება.