დაპატიმრებულმა ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა. ბრალდებულებმა ცეცხლი გაუხსნეს "სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, მათ შორის, კერძო სახლებს". ჯარისკაცები უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაატყვევეს. როგორც ცნობილია, სასამართლომ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.