პარლამენტში, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს ფრაქციები "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეუერთდა.დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით. მემორანდუმში აღნიშნულია მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმის შექმნის საჭიროებაზე, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ.მემორანდუმის ინიციატორები არიან საპარლამენტო ფრაქციები "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის", მემორანდუმი ღიაა სხვა პარტიებისთვისაც.