ეს ბოსტნეულის ორკესტრია მოცარტის, ჰაიდნის და ბეთჰოვენის ქალაქიდან, რომლებიც მუსიკას ახალი ბოსტნეულით ქმნიან. ჯგუფი 21 წელია მოღვაწეობს. ამ ხნის მანძილზე 300-მდე კონცერტი აქვთ ჩატარებული. 10 კაციანი ანსამბლი პირველად, პოლ მაკარტნის 60 წლის იუბილეზე გამოჩნდა, მათმა ნიჭმა ცნობილი მუსიკოსი აღფრთოვანება გამოიწვია. ისინი, ბოსტნეულის მეშვეობით უკრავენ არამხოლოდ კლასიკურ მუსიკას, ასევე ტექნოს, და როკს. განსხვავებით ჩვეულებრივი ინსტრუმენტებისა, რომლებიც საუკუნეების მანძლზე ძლებენ, ბოსტნეულის საკრავები დაახლოებით 6 საათში გამოუსადეგარია. ამიტომ, მუსიკოსებს ყოველი შესრულების შემდეგ ახლის გაკეთება უწევთ. მათ დაახლოებით 50 კილოგრამი ბოსტნეული სჭირდებათ ინსტრუმენტების დასამზადებლად. მუსიკოსებს შეუძლიათ დაამზადონ ნებისმიერი სახის მუსიკალური საკრავი. აღსანიშნავია, რომ ორკესტრის წევრები არიან, როგორც მუსიკოსები ასევე, არქიტექტორები, დიზაინერები და მწერლები.