მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მანქანებით მომსახურების სერვისი აიკრძალება. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მუმლაძის თქმით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, შემუშავდება ერთი ფერი და ქალაქში, მხოლოდ ამ ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მუმლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში უკვე გახდება ცნობილი თუ რა ფერზე გაკეთდება აქცენტი. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან აიკრძალება.