მთიულეთში, დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში, იზრდებოდა ვასილ ბუჩუკური. ჯერ კიდევ პატარა, გამოირჩეოდა სწავლის მიმართ დიდი ინტერესით. მას ბედმა მძიმე ბავშვობის ხვედრი 5 წლის ასაკში არგუნა. ვასილი, ოჯახის უფროსი შვილი დაობლდა. მას უმცროსი, 4 წლის ძმა, გიორგი და ერთი და, 3 წლის ოლია ჰყავდა. ბავშვებს მამა, ივანე ზრდიდა.