"ორი ნაბიჯის" კიდევ ერთი, რიგით ოთხმოცდამეათე ფილიალი გაიხსნა. მაღაზია ამჯერად, ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე განთავსდა. „ორ ნაბიჯში“ ასეულობით სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური პროდუქციაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს მაღაზიათა ქსელი კიდევ რამდენიმე ათეული ფილიალის გახსნას გეგმავს.
"ორი ნაბიჯი" 2010 წელს გაიხსნა და საქართველოში პირველი კვების პროდუქტების გაყიდვების საცალო ქსელია, რომელმაც უბნისმაღაზიისფორმატითდაიწყო ოპერირება.ამ დროისათვის კომპანია უკვეთბილისისყველა უბანშია წარმოდგენილი და მომხმარებელს სახლიდან ორ ნაბიჯზე ყოველდღიურიმოხმარებისპროდუქტების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.