რეიჩელ ლიპინკოტის „ორი ნაბიჯი შენამდე" GoodReads Choice Awards 2019-ის ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდული რომანი" გამარჯვებული გახდა.
რომანმა 36,232 ხმა დააგროვა.
„ორი ნაბიჯი შენამდე" ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L"-ის პროექტ „ლიბერთინსის" ფარგლებში გამოიცა და წიგნი ქართველ მკითხველშიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.
ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...
უილი ზუსტად ისაა, რისგანაც სტელამ შორს უნდა დაიჭიროს თავი. ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან შორს ყოფნაა.
რა მოხდება, სულ მცირე მანძილი რომ მოიპარონ იქიდან, რაც დაავადებულმა ფილტვებმა წაართვეს? ნუთუ მართლა ასეთი სახიფათოა ერთმანეთისგან სულ ორ ნაბიჯში ყოფნა?..“- ნათქვამია რომანი აღწერაში.
წიგნის შეძენა შესაძლებელია "პალიტრა L"-ის ვებ გვერდზეც - იყიდე წიგნი აქ