აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ორი მამაკაცი მოკლეს, რომლებმაც მუსულმანი ქალები დაიცვეს. შემთხვევა მატარებლის გაჩერებაზე მოხდა. ორი მუსულმანი ქალი მატარებელს ელოდებოდა, როდესაც თავდამსხმელმა მათ ყვირილი დაუწყო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს სამი მამაკაცი შეესწრო, რომლებმაც მუსულმანი ქალების დაცვა სცადეს, რა დროსაც თავდამხმელმა ისინი დანით დაჭრა - მათგან ორი სასიკვდილოდ.
თავდამსხმელის დაკავება სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეძლეს, მაგრამ მუსულმანი ქალების დაკითხვა ვერ მოახერხეს, რადგან ისინი უკვე წასულები იყვნენ. ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების კონსულის განცხადებით, აშშ-ში 2015-დან 2016 წლამდე ანტიმუსულმანური ინციდენტები 50 პროცენტით გაიზარდა, რაც მისივე თქმით მიგრანტების მიმართ დონალდ ტრამპის რიტორიკის ბრალია.