პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს მიმართა, მას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მათ მაგივრად რცხვენია. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემნიკა მელიას შესახებ საუბარი დაიწყო და აღნიშნა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია წყვეტს ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ - არა.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.
გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში. გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი