19 ივნისს დაგეგმილ UFC Fight Night-ზე ერთდროულად ორი ქართველი - გურამ ქუთათელაძე და რომან დოლიძე იბრძოლებენ. ქუთათელაძე UFC-ში თავისი მეორე ბრძოლისთვის ემზადება, 30 წლის ქართველი მებრძოლი ყაზახ დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდება.
გურამ ქუთათელაძეს კარიერაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო. მან UFC-ში მხოლოდ ერთხელ იჩხუბა კერძოდ - 2020 წელს პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა, რომელიც ამჟამად მსუბუქი წონის მე-12 ნომერია. მას შემდეგ გურამს ტრავმა აწუხებდა, ოპერაციაც გაიკეთა და მწყობრში მხოლოდ ამ წლის დასაწყისში ჩადგა. დამირ ისმაგულოვთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსია, ქუთათელაძე UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის ტოპ 15-ში შეიყვანონ.
31 წლის დამირ ისმაგულოვს MMA-ში ჩატარებული 21 ბრძოლიდან 20 მოგებული აქვს, UFC-ში მის ანგარიშზე ოთხიდან ოთხი მოგებაა.
საშუალო წონაში მოასპარეზე რომან დოლიძე კი მეტოქემ 29 წლის ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში 14 ბრძოლა აქვს გამართული და 11-ჯერ იმარჯვა. დაუკაუსმა ბოლოს 2022 წლის 19 თებერვალს იჩხუბა და ჯეიმი პიკეტი დაამარცხა. რაც შეეხება დოლიძეს, მას ოთხი შეხვედრიდან 3 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.