შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების მიერ ვარდების მოედანზე მოქალაქეების ცემის ფაქტს უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს.განცხადებისა და ვიდეოკადრების მიხედვით, 15 ივნისს, ვარდების მოედანზე ჩხუბი ორ ქალს შორის მოხდა და სამართალდამცავების მხრიდან ცემას ადგილი არ ჰქონია.„მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.