ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში განხორციელდება, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარება და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასშეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. პოტენციალის ათვისება კი, ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.