ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ამასთან, ამ დროისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც ცოცხალი, ისე გადამუშავებული პროდუქტები.რაც შეეხება ორგანული ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნებს, როგორც East fruit წერს, ესენია: იტალია, თურქეთი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი და გერმანია.აღნიშნული თემა UHBDP-ის კვლევის ობიექტი გახდა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ ორგანული ხილის ძირითადი კულტურებია: ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი და გარგარი. ამასთან, გაყიდვების მხრივ, ორგანულ ხილსა და ბოსტნელს ყველაზე დიდი საბაზრო წილი აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვედეთში.როგორც ექსპერტები აღნიშულ კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, ორგანული პროდუქტების სექმენტი ძალიან სრაფად იზრდება, რაც პროდუქტის დიდ პერსპექტივაზე მეტყველებს.