თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევენ.
მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას და მედიისათვის განცხადების გაკეთებას გეგმავდა.