ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 415 მილიონი ბავშვი კონფლიქტის ზონებში ცხოვრობდა. ეს მონაცემი 1995 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირქტორი ინგერ აშინგი აცხადებს, რომ 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე სულ მცირე 95 000 ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს, ათობით ათასი ბავშვი გაიტაცეს, ხოლო მილიონობით ბავშვს განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა შეეზღუდა.
"გასაოცარია, მთელი სამყარო გვერდით დგას, როცა ბავშვებს ასე ექცევიან. ბავშვების სიცოცხლის განადგურება გაგრძელდება ვიდრე ყველა მთავრობა და მონაწილე მხარე არ დაიცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და სტანდარტებს, სანამ ბოროტმოქმედებს არ მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარი ქმედებების გამო", - აცხადებს ინგერ აშინგი.