ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ. ისინი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი კორპუსების მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პროექტი უნდა შეჩერდეს. მათი თქმით, პროექტის განხორციელება ბათუმს მწვანე ზონას წაართმევს და ტურისტულ ქალაქს ჩაკეტავს.
როგორც ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები აღნიშნავენ, ცინიკურად არის იგნორირებული ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და პროტესტი "რივიერაზე" 6 ცათამბჯენის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით