იმ ვითარებაში, როდესაც ვირუსის გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში, მაგალითად, ბათუმში შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვდერას საკუთარ მხარდამჭერებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, საზოგადოება სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე დგას.