მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში მდებარე ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დასრულებული სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობა 20:00 საათზე, მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, მისი თქმით ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს ღონისძიებაზე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2 წელი მიმდინარეობდა.
შენობების განახლების პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია. პროექტის ჯამური რირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება.