ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება.
მისივე თქმით, თვითმიზანი არა კომპანიების დაჯარიმება, არამედ პრევენციაა.
რაც შეეხება სასტუმროებს, ბექა ფერაძის თქმით, დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150 მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე.