მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იხილეთ: სვეტიცხოვლის ტაძართან მამაკაცი დაჭრეს - თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს