ორ აბიტურიენტს, რომელიც 6 ივნისს მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ შეუშვეს, PCR კვლევით კი კორონავირუსი არ დადასტურდათ და შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიმდინარე წელსვე დაუშვან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის ინფორმაციით აბიტურიენტების გამოცდაზე დაშვების საკითხზე სამინისტროში უკვე მსჯელობენ. მისივე თქმით, დღევანდელმა საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და აბიტურიენტები 95% გამოცხადაა გამოცდაზე.