ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.აღნიშნულ შეთანხმებას მათ დღეს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს ხელი.
როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით ისინი არც კოალიციურ მთავრობას უჭერენ მხარს და არც პრემიერად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არჩევას.
„გირჩი" კი კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე.