ოპოზიციურმა პარტიებმა ეკონომიკისა და განათლების სფეროებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი - Palitra News

ოპოზიციურმა პარტიებმა ეკონომიკისა და განათლების სფეროებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

2020-09-28 13:07:53+04:00

ოპოზიციურმა პარტიებმა - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ოპოზიციას შორის შეთანხმების მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი. როგორც ხელმომწერი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია იმ ფუნდამენტური რეფორმების პრინციპზე თანხმდება, რომელიც ეკონომიკისა და განათლების სფეროებში უნდა განხორციელდეს.