ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი?! - ოპოზიციური სპექტრი დღის განმავლობაში საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან, მაშინ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა სურს. ჯაფარიძის შეფასებით პლებისციტი დემოკრატიული და ცივილიზებული გამოსავალია არსებული კრიზისიდან.
ანალოგიური პოზიცია აქვს "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესაც.
"სტარტეგია აღმაშენებლის" ხელმძღვანელს გიორგი ვაშაძეს მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება და სხვა პარტიების ლიდრების განცხადებებს ნაკლებად უსმენს.
"ევროპულ საქართველოშიც" თვლიან რომ პლებისციტი ერთ-ერთი გზაა, რომ ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. პარტიის წევრის გიგი წერეთელის თქმით ვიღაცას მოსწონს პლებისციტი, ვიღაცას არ მოსწონს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია მთავარ საკითხში ერთიანია.