ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი, ამიტომ ისინი მის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.