ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, 15 მაისის აქციის საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელი რეგიონის მოსახლეობას შეხვდება პირველად ოპოზიცია.
რაც შეეხება გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე აქციის ჩატარების რისკებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლება მაქსიმალურ ჩაკეტვებზე წავა, აქცია დაანონსებულ დროს მაინც გაიმართება.