ორთვიანი პაუზის შემდეგ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს განაახლებს. შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაიმართება.
ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეაგირებაც ადეკვატური იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
დიდი ალბათობით, მმართველი პარტია, სურვილის შემთხვევაში, მის მიღებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების გარეშეც შეძლებს. მიუხედავად ამისა ხელისფულება ცვლილებების ჩავარდნის საფრთხეზე საუბრობს - მხარეები პასუხიმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.