დღეს, 14:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები ქუთაისში აქციას გამართავენ.
მანამდე კი "ევროპული საქართველოს" ლიდერები და წევრები კიკვიძის სკვერიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.
პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალი არ მოიძებნება, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება.