ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა გაიზარდოს.
როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ცვლილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მზაობა გამოთქვა.
"მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოვება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე ველით თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით უმოკლეს ვადაში", - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერს 15 პოლიტიკური სუბიექტი.