20-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების მიზნით ბლანკების გადაცემის თაობაზე მიმართა. ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს ოპოზიციური პარტიების შეხვედრაც გაიმართა. პოლიტიკური პარტიები ითხოვენ არჩვნები არა შერეული, არამედ პროპორციული სისტემით 2020 წელსვე ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს.