ოპოზიციური კოალიციის მიერ დაგეგმილ აქციას აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი შეუერთდება - Palitra News

ოპოზიციური კოალიციის მიერ დაგეგმილ აქციას აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი შეუერთდება

2021-11-08 14:35:59+04:00

ოპოზიციური კოალიციის მიერ დაგეგმილ აქციას აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი შეუერთდება. ისინი უკვე შეკრებილები არიან შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ "ბლექ სი არენასთან“. მათი განცხადებით, საქართველოში ნომერ პირველ რეფორმატორს პუტინის დაკვეთით კლავენ. ხელისუფლებას კი მოუწოდებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ.