ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიები ნაცვლად დალუქვისა ამოღებულია, ლუქები გახსნილი და გადატანილია სუს-ში. როგორც "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არ იყო არჩევნებზე მისული, რომ მისი ხმებით იმანიპულიროს. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.