ოპოზიციონერების ნაწილი "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ახლა ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილს კი არ აქვს მოლოდინი, რომ მმართველი პარტია ევროკავშირთან დაახლოების მიზნით სათანადო ნაბიჯებს გადადგამს და ისინი გამოსავალს ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებაში ხედავენ.