საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესი, ასევე, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები ერთჯერადი - გარდამავალი ხასიათის ნორმებით დარეგულირდება, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ლევან მგალობლიშვილი, რომლებიც პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
კონკრეტულად, მომზადებული პროექტის თანახმად, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს აქვს.
აგრეთვე, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 4-კაციან ჯგუფს.რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 25 იანვრის სხდომაზე წარედგინება.