პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ და ამ ფორმით შოტაძის გენერალურ პროკურატურაში დაბრუნება გააპროტესტეს. ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ შოტაძეს და უმრავლესობის წევრებს მონები უწოდეს და მათ ბოლო პერიოდში დაკავებული პოლიტიკური ლიდერების და აქტივისტების სურათები დაურიგეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები.