მმართველ გუნდში არსებულ შიდა განხეთქილებაზე საუბრობს ოპოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ "ქართულ ოცნებაში" ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანდა. „ფაქტობრივად, დაიწყო "ქართული ოცნების" დაშლის მეორე ეტაპი" - ასეთია ოპოზიციის პოზიცია.ნაციონალური მოძრაობაში ამბობენ რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეებისთვის გუნდის მხრიდან მეამბოხეებად მოხსენიება მათი დამნაშავეებად გამოცხადებას ნიშნავს. რომან გოცირიძის თქმით, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, ვინც მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებს, დევნაა დაწყებული. ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებას არა ხელისუფლება, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტი იმ სიას დაამტკიცებს, რაც თავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სურს.