ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ერთიანი საქართველო", "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში არიან შეკრებილი. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელი მათი განხილვით თემა დენიოლსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებული საკითხები და 15 მაისის საპროტესტო აქცია იქნება.