ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ექსპოპრიაციის წესით, ქონების ჩამორთმევის კანონპროექტს აკრიტიკებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა და მოქალაქის ინტერესების დაცვა რთული იქნება. ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტიდან ექსპოპრიაციის უფლების ამოღებას ითხოვენ. მათივე მტკიცებით, K2კოეფიციენტის გაზრდის უფლება საკრებულოს უნდა მიენიჭოს და არა პერსონალურად, არჩილ ჩიქოვანს. საკითხზე კანნპროექტის ინიციატორებს საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ.