17:01
6 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ოპოზიციის მოლაპრარაკებებში ვანო მერაბიშვილის ჩართვაზე ლიდერების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია
21-02-2020

ოპოზიციონერ ლიდერთა უმეტესობა აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას ვანო მერაბიშვილთან სასაუბრო არაფერი აქვს. ბესელიას განმარტებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით რასაც ადრე ფიქრობდა, ზუსტად, ისე ფიქრობს დღესაც. მერაბიშვილის ოპოზიციურ ერთობაში შესვლას არ ელოდება არც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. როგორც ის ამბობს, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილის გამოჩენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის უხერხულობას შექმნის და იმედოვნებს, რომ მერაბბიშვილი თავადაც არ მოისურვებს იქ მისვლას. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში კი პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით მერაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები