"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ მაჟორიტარი დეპუტატების ოფისების "დაბოქლომების" აქციას "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ცოცხების მიტანით უპასუხეს.
თბილისში, მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისთან, სადაც ოპოზიციის აქტივისტები ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, მათ ბიუროს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ პროტესტი მაშინ უნდა გამოეხატათ, როდესაც ისინი ცოცხებით დარბოდნენ.
ამასთან, "ქართული ოცენბის" მხარდამჭერებმა ცოცხები მიიტანეს ქუთაისშიც. საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გიგა შუშანიას კაბინეტთან დალაგებულ ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოები არის გაკრული.